Дневник пользователя pacu666

pacu666
42, Тбилиси, Грузия

სიყვაულმა რომ დამიმონა, მიზეზი შენ ხარ,
ფრთები შემესხა და სიგიჟის სენიც რომ შემხვდა.
ლამის გონება რომ დავკარგო როდესაც გხედავ,
ხანდახან სუნთქვაც რომ არ ძალმიძს სიზმარში შემკრთალს.
სული რომ მტკივა მონატრებით,ფიქრით ვარ შენთან,
ხომ გეუბნები, სისულელის მიზეზიც შენ ხარ.
რომ ვეღარ ვხვდები რამ შემცვალა,ვეღარ ვცნობ ჩემს თავს,
გული საგულეს თუ არ რჩება,ყველგან შენ გხედავ.
რომ არ მოდიხარ,მაინც გელი,მიქარვებ სევდას,
ასე მგონია დავიბადეთ მე და შენ ერთად.
თითქოს თვით გული საერთო გვაქვს ,შენ გჩუქნი ჩემსას.
სულ მინდა შენი სიყვარული,სიცოცხლე მერქვას.
ჩემში ხომ ახლა სისხლის ნაცვლად ჩემო შენ სჩქეფხარ.
მე შენ მიყვარხარ მთელი არსებით,ყველაზე მეტად,
ჩემი ყოველი ნაკვთი გეტრფის მხოლოდ შენ,ერთხმად.
შენთვის ვარსებობ რადგან აზრი ცხოვრების შენ ხარ.


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან, მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს და საყვარელი კაცის კოცნას ..


მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ,
პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან,
ბაგე კი მოვთოკე,
გული კი ვერაფრით,
გეძახის:
სადა ხარ?
ცხოვრება გავიდა . . .
მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ,
ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან,
გონებას მოვუვლი,
ამ გულს კი ვერაფრით,
იძგერებს:
უშენოდ სიცოცხლე
არ მინდა . . .
ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება,
რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან,
მე გამაჩუმებენ,
ამ გულს კი ვერაფერით,
ილოცებს:
უშენოდ . . .?
ზეცაშიც არ მინდა . .


დღე დღეს მისდევს და წლები გარბიან,
,,უცხოს,, სახელი არ გაძლევს შვებას,
შენი ცხოვრების ლამაზი წლებიც
საზღვარგარეთის ალბომში გრჩება.

დრო ისტორიას წარსულში მიაქვს,
ამ ცხოვრების ხომ შენ ხარ მოახლე . . .
წლები დაგაყრის მხრებზე ჭაღარას,
ახალგაზრდობას ტანზე მოგახევს.

საზღვარგარეთ ხო მალე ბერდები,
შენი ქვეყნისგან შორს ხარ უძლური,
და ხვდები ,,უცხოს,, სახელმა შენმა
როგორ დაღალა სული და გული.

მოძებნი შენი წინაპრის ფესვებს
და შენს სამშობლოს ინატრებ შენაც,
გული გაგიწევს შენი მიწისკენ
სულს მოუნდება იქ იგრძნოს შვება.

სამშობლოს მუდამ კარი აქვს ღია,
შვილს, დასაკარგად ის ვერ იმეტებს.
და როცა მიხვალ – ადრე თუ გვიან,
არ გაგიცრუებს ნდობის იმედებს.

შენ ,,უცხოსავით,, მიეახლები,
ის დედასავით ხელებს გაგიშლის,
დაგვიანების ცრემლებს მოგწმინდავს
და განშორების სევდას წაგიშლის.

გულში ჩაგიკრავს ღვიძლი შვილივით,
მოგეფერება ნაზი ალერსით,
დარდით გაჩენილ ნაოჭს დაგითვლის,
იმედს აგინთებს შუქად თვალებში.

იგრძნობ – სამშობლო…


სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,

ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.

წვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი,

უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.

ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით,

ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე მისვლით,

ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,

ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.

გედმა ეკლის გზა ირჩია,არ გათელა ვარდი,

და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,

საკვირველი იყო გედი ,როცა ამდენს ძლებდა,

იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა...


26.01.2015

უშენობის ბოროტი გრძნობა
თავს არ მანებებს მიხდება ბრძოლა
ყოველი დღე უშენობით იწყება
ყოველ საღამოს უშენოდ ბინდდება
მომწყინდა უშენოდ სიარული
ამ გრძნობას თანააქვს უსაზღვრო სიბრალული
სიბრალული ჩვენზე სიბრალული შენზე
ალბათ ფიქრობდი შენ უფრო მეტზე
მაგრამ არ ვაპირებ თავის დანებებას
ჩემი გრძნობების უბრალოდ განელებას
მოდი გავიხსენოთ რომელიმე მეფე
ის ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე
არმინდა დავივიწყო ის დრო
როცა ვხვდები რომ წარსული მიხმობს
გადის დრო ნელდება გრძნობა
ჩემიდან ამოსული შენდამი ნდობა
შენზე ფიქრები თავ გზას მირევს
სხვასთან ყოფნით უკვე გულს მირევ
ვხვდები რომ არ ხარ ღირსი
ჩემი სიყვარულის ან თუნდაც სხვისი
რა ვქნა არ ყოფილა სიყვარული ნამდვილი
ან უბრალოდ გზა ავირჩიე მარტივი
სიყვარულს თურმე არააქვს ზომა
ან უბრალოდ მეფემ დატოვა ბრძოლა


18.01.2015

  1. უსიყვარულოდ არ გათენდება დღე
  2. უსიყვარულოდ არ ამოვა მზე
  3. უსიყვარულოდ არ იქნებე ცა ნათელი
  4. უსიყვარულოდ არ აენთება სანთელი

  5. უსიყვარულოდ არ იფრენს თოლია
  6. უსიყვარულოდ ცხოვრება ნოლია
  7. უსიყვარულოდ დრო უაზროდ გაიქცევა
  8. უსიყვარულოდ მცნებები დაიქცევა


  9. უსიყვარულოდ არ იქნება განთიადი
  10. უსიყვარულოდ არ იქნები დიადი
  11. უსიყვარულოდ დაჭკვნება ვარდი
  12. უსიყვარულოდ დაგაჩოქებს დარდი

  13. უსიყვარულოდ ჩემი სამშობლო დარჩა
  14. რადგან ისიც დროში ჩარჩა


18.01.2015

ულის ნაწილი ხარ ჩემი, ჩემი ჰაერი ხარ სუფთა
მზის ამოსვლა ხარ ჩემი უშენოდ აღარ მინდა სუნთქვა,
დილის ნიავი ხარ გრილი ტანში რომ გამივლის თბილად,
ბინდის ნათება ხარ ჩემი მზე რომ გაანათებს სხივებს,

ზამთარს დეკემბერის თვეში თოვლი რომ დაგვტოვებს ცივად,
ჩემი ცხოვრების ხარ გოგო, ჩემი ყოველ დღიურ-დღისა
მე შენ ჩაგიხუტებ გულში, გეტყვი რაც ყოველთვის მითქვამს
ჩემი ტკივილი ხარ ხანაც, ჩემი სიყვარულის ნატვრა,
უშენოდ არ მინდა არა, სულ რომ ჩამოინგრეს ზეცა,
მინდა სულ რომ ვიყოთ ერთად, ჩვენი შვილის გახდე დედა

გითხრა აღარ მომდის აზრი თუმცა ბევრის თქმა კი მინდა
ჩემი ფიქრების ხარ ნოტი, რაც ჯერ არასოდეს მითქვამს
ღამით,ქუჩის ბოლოს მინდორს ცივად დაედება ნამი,
ყველამ რომ, დამტოვოს მარტო კვლავ გეტყვი მიყვარხარ


18.01.2015

  1. უსიყვარულოდ არ გათენდება დღე
  2. უსიყვარულოდ არ ამოვა მზე
  3. უსიყვარულოდ არ იქნებე ცა ნათელი
  4. უსიყვარულოდ არ აენთება სანთელი

  5. უსიყვარულოდ არ იფრენს თოლია
  6. უსიყვარულოდ ცხოვრება ნოლია
  7. უსიყვარულოდ დრო უაზროდ გაიქცევა
  8. უსიყვარულოდ მცნებები დაიქცევა


  9. უსიყვარულოდ არ იქნება განთიადი
  10. უსიყვარულოდ არ იქნები დიადი
  11. უსიყვარულოდ დაჭკვნება ვარდი
  12. უსიყვარულოდ დაგაჩოქებს დარდი

  13. უსიყვარულოდ ჩემი სამშობლო დარჩა
  14. რადგან ისიც დროში ჩარჩა


18.01.2015

ულის ნაწილი ხარ ჩემი, ჩემი ჰაერი ხარ სუფთა
მზის ამოსვლა ხარ ჩემი უშენოდ აღარ მინდა სუნთქვა,
დილის ნიავი ხარ გრილი ტანში რომ გამივლის თბილად,
ბინდის ნათება ხარ ჩემი მზე რომ გაანათებს სხივებს,

ზამთარს დეკემბერის თვეში თოვლი რომ დაგვტოვებს ცივად,
ჩემი ცხოვრების ხარ გოგო, ჩემი ყოველ დღიურ-დღისა
მე შენ ჩაგიხუტებ გულში, გეტყვი რაც ყოველთვის მითქვამს
ჩემი ტკივილი ხარ ხანაც, ჩემი სიყვარულის ნატვრა,
უშენოდ არ მინდა არა, სულ რომ ჩამოინგრეს ზეცა,
მინდა სულ რომ ვიყოთ ერთად, ჩვენი შვილის გახდე დედა

გითხრა აღარ მომდის აზრი თუმცა ბევრის თქმა კი მინდა
ჩემი ფიქრების ხარ ნოტი, რაც ჯერ არასოდეს მითქვამს
ღამით,ქუჩის ბოლოს მინდორს ცივად დაედება ნამი,
ყველამ რომ, დამტოვოს მარტო კვლავ გეტყვი მიყვარხარ


← предыдущая 1 2 3 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут