Дневник пользователя eka1234

eka1234
34, Çankaya, Ankara, Турция

ქვეყნად რა არ იყო,..
ქვეყნად რა არ მოხდა?!...
ზღვა ხმელეთად იქცა...
მთებად ცას რომ მისწვდა,
წყალი სისხლად იქცა...
სისხლი წყლად გადიქცა,
ქალი კაცად იქცა...
კაცი ქალად იქცა,
ქვეყნად რა არიყო...
ქვეყნად რა არ მოხდა?!
ადრე უფიქრალი
ეხლა ცხადს გასცილდა,
უწინ სამკურნალო მიწა სანატრელი
ეხლა შხამი გახდა,
ხალხის დამწამვლელი!
შური სისაძაგლე თავზე გადმოსული,
სიტკბო სიყვარულის,
გახდა დამჩაგვრელი!
ქვეყნად რა არ მოხდა,
ქვეყნად რა არ ხდება,
კაცს თვალს არ აკლია
ბრმასავით იქცევა!
ხედავს,
მაგრამ მაინც თითქოს ვერა ხედავს,
ესმის,
მაგრამ მაინც თითქოს არ ესმოდა,
ხელის გაწვდომა და შველა შეუძლია!
მაგრამ ჯიბეებში ხელი ჩაუწყვია,
რჩევა, დარიგება და თქმა შეუძლია
თითქოს მუნჯინ იყოს!
სულაც არ უცდია,
კიდევ რამდენი რამ,...
კიდევ რა არ ხდება,...
ღმერთის მოყვარული
დღეს, სატანიზმს მიჰყვება!
ღმერთის რწმენა, შიში,
სხვაზე გაუცვლია!
ბოლოს რა მოხდება,
არც კი უფიქრია,
ნუთუ ვერა ვხედავთ ?!
ქვეყნად ეს…


" -ცას ახედე.
-მერე?
-აი იმ ვარსკვლავს ხედავ?
-კი.
-ის უკვე შენია.
-ეგ როგორ?
-შენსავით ანათებს....!!
- აჰაჰაჰაჰ..
-აი ნახავ მე რომ აღარ ვიქნები ის ვარკვლავი იქნება შენთან...!!
-ნუ სულელობ...!! ვუთხარი და მეორე დღეს ის აღარ იყო....
-გენატრებათ?
-რათქმაუნდა, 83 წლის ვარ და მაინც მახსოვს მისი ღიმილი,ხმა, მისი ცისფერი თვალები და ის ვარსკვლავი რომელიც დღემდე ჩემთან არის....!! "


ნუ უძვრები სხვებს სულში და ნუ ჭორაობ...

რაში გაინტერესებს ვინ? ვისთან?როდის? ან რატომ?
სხვისი ცხოვრება უღრანი ტყეა,სადაც შეიძლება კისერი მოიტეხო..
ნუ განიკითხავ ადამიანებს, შენ ღმერთი არა ხარ..
ნუ შეგშურდება სხვისი, რადგან შურში სიბნელე და უმეცრობაა..
ყველას თავის გზა აქვს და ეს გზა ძალიან ბევრია,შენი ცხოვრება კი ერთი...


ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამათ გრძელდებოდა,
მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს,
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.
ჩუმად ვიყავიდა ჩუმად ხმადაბლაო,
დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო.
ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო,
ჩემ სახლს ვაღებდი და შენ აქ რაგინდაო.
არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო,
არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო
მართალს ვამბობდი და ამან რა იცისო.
სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა,
თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა,
გვერდს რომ ავუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.
ჯერ ყვავილს დავკრეფდი სადმე…


იყო ორი ძმაკაცი მდიდარი და ღარიბი.შეუყვარდათ ერთი გოგო.გოგო მდიდარს აირჩევს))))ღარიბი ამაზე არ დაიბოღმება პირიქით ქორწილის დღეს ელოდება რომ თავის ძმაკაცს მიულოცოს.ქორწილის დღე ახლოვდება მოწვევა კი არსად სჩანს.ქორწილმა ისე გაიარა რომ არავის არ დაუპატიჟებია ღარიბი ბიჭი გავა დრო ღარიბი ამ ყველაფერს გადაიტანს და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება... შრომით პურის ფულს შოულობდა ერთხელ ყანაში მუშაობისას მიწაზე ფულით სავსე კეისი დაინახა იფიქრა ვინმეს დარჩებოდაო და ინახავდა მაგრამ
პატრონმა რომ არ მოაკითხა დახარჯა ეს ფული მამულები იყიდა ბინაც და დაიწყო მდიდრულად ცხოვრება.ერთ დღეს დედაბერი მივა და ეტყვის შვილო
მოსამსახურედ დამიყენე ფული არ მინდა მხოლოდ თავშესაფარი და საჭმელი მომეცი ბიჭი დაიყენებს ერთ დღეს დედაბერი ეტყვის ასეთი კარგი ბიჭი…


ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი!
ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები!
ინანებ იმ წამს, პირველად რომ ჩემს ტუჩს შეეხე
და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება...
დაგტანჯავს ფიქრი, იმ მომენტის მე, რომ შემეხე,
მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა ქვრება...
ინანებ წარსულს, შენ აწმყოზე ხელჩაქნეული,
იმ ძველი გრძნობის მოტრფიალე, გიჟად ქცეული...
და დანთებული სანთელიც კი ჩუმად ჩაქრება,
თურმე ოდესღაც…


მტკივა ყველაფერი. რაც ხდება. რასაც ვხედავ. რასაც ვგრძნობ. რაც მესმის. მტკივა ფულზე გაცვლილი და გაყიდული სამყარო. მტკივა ნაგავსაყრელად ქცეული დედამიწა. მტკივა წყვდიადში ჩაძირული აწმყო. მტკივა გალიაში ჩასმული თავისუფლება. მტკივა უსახლკაროს ტკივილი. მტკივა შვილმკვდარი დედის ცრემლები. მტკივა გახუნებული ოცნებები. მტკივა გარდერობზე გაცვლილი მეობა. მტკივა შერცხვენილი საქართველო. მტკივა შიშჩამდგარი თვალები. მტკივა მოლოდინი. მტკივა გაურკვევლობა. მტკივა მანძილი უშენობიდან უჩემობამდე. მტკივა შენი სიჩუმე. მტკივა სიყალბე. მტკივა გაშიშვლებული ურთიერთობები. მტკივა ტყუილები. მტკივა უჰაერობა ფილტვებში. მტკივა მოჩვენებითი უდარდელობა. სიმშვიდე. ღიმილიანობა. მშვიდობა. ბედნიერობა. მტკივა წარსული. მტკივა შეცდომები. მტკივა მარტოობა. მტკივა სიცარიელე. მტკივა უძილობა. მტკივა დაღლილობა.


დღევანდელობა მტკივა..


შენ ჯერ არიცი რა არის ცხოვრება...ქარიანი და ყინვიანი... ნაკაწრებს,რომ გაჩენს სხეულზე...
მაგრამ მაინც,რომ უნდა იარო,
რწმენით ნაიძულევმა განაგრძო გზა...
იარე აუჩქარებლად,საზრიანად,ჩაუმუხლავად...
იარე ლოცვით და ჩემი სიყვარულის იმედით...
იცი? ბოლოდროს შიში დამჩემდა...
სიკვდილის არა...
შენი ჩემსგარეშე დატოვების ამ ქვეყანაზე და ამიტომაც ბოლოხანს ჩემს სალოცავებს მხოლოდ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს შევსთხოვ...
შენც ხომ იცი ეს... შენც ხომ გესმის და მინდა,რომ დიდხანს ვიყო შენს გვერდით...
შენსგამო მინდა ვიცოცხლო ამ გადარეულ,ქარიან დედამიწაზე...სადაც არის მაინც ჩვენ-ჩვენი წილი სიწყნარე... სილამაზე...
ჰო,დედი,ყავისფერებშიც შეიძლება დაინახო ღია,ღია ლილისფერები...მთავარია შენ რას აირჩევ,შენ რა ფერს მოიხმარ პალიტრიდან დასახატავად...
შენ საით წახვალ...
შვილო,
ჩვენ ხომ ღია გვიყვარს ფერები...ჩვენ ხომ სხვა სიუჟეტებიც გვხვდება თვალსაწიერში მაგრამ ყოველ ღვთისნიერ დღეს მზეს მივმართავთ - დილამშვიდობისა მზეო!!!
მერე მე გადებ თავზე ხელს…


წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები....
ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ...
- აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ.
"ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი...
წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას.. უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ…


რამდენი ადამიანია სულიერად დაცლილი,
რომელიც შეიძლება შენმა ერთმა კეთილმა სიტყვამ აავსოს, სიცოცხლის ძალა
დაუბრუნოს. შენც რომ გიჭირდეს, ძლივს რომ მიუყვებოდე ცხოვრების გზას, მაინც
შეგხვდება ისეთი ადამიანი შენზე მეტად რომ იქნება გაჭირვებული; მასაც უნდა
დაეხმარო,იქნებ ხვალ შენ აღმოჩნდე მის ადგილას და შენ დაგჭირდეს სხვისი შემწეობა. სწორედ ამაშია
ჩვენი ადამიანობა.


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 41 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут