ნუთუ ვერა ვხედავთ
34, Çankaya, Ankara, Турция

ქვეყნად რა არ იყო,..
ქვეყნად რა არ მოხდა?!...
ზღვა ხმელეთად იქცა...
მთებად ცას რომ მისწვდა,
წყალი სისხლად იქცა...
სისხლი წყლად გადიქცა,
ქალი კაცად იქცა...
კაცი ქალად იქცა,
ქვეყნად რა არიყო...
ქვეყნად რა არ მოხდა?!
ადრე უფიქრალი
ეხლა ცხადს გასცილდა,
უწინ სამკურნალო მიწა სანატრელი
ეხლა შხამი გახდა,
ხალხის დამწამვლელი!
შური სისაძაგლე თავზე გადმოსული,
სიტკბო სიყვარულის,
გახდა დამჩაგვრელი!
ქვეყნად რა არ მოხდა,
ქვეყნად რა არ ხდება,
კაცს თვალს არ აკლია
ბრმასავით იქცევა!
ხედავს,
მაგრამ მაინც თითქოს ვერა ხედავს,
ესმის,
მაგრამ მაინც თითქოს არ ესმოდა,
ხელის გაწვდომა და შველა შეუძლია!
მაგრამ ჯიბეებში ხელი ჩაუწყვია,
რჩევა, დარიგება და თქმა შეუძლია
თითქოს მუნჯინ იყოს!
სულაც არ უცდია,
კიდევ რამდენი რამ,...
კიდევ რა არ ხდება,...
ღმერთის მოყვარული
დღეს, სატანიზმს მიჰყვება!
ღმერთის რწმენა, შიში,
სხვაზე გაუცვლია!
ბოლოს რა მოხდება,
არც კი უფიქრია,
ნუთუ ვერა ვხედავთ ?!
ქვეყნად ეს რა ხდება,...
ნუთუ ვეღარ ვხვდებით
დასასრული, დგება!
ნუთუ გონზე მოსვლის
უკვე დრო არ დგება,
უფლის გზას გაუყვეთ ხალხო!
დრო არ რჩება.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

30 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут