დილისპირული ორისთვის
39, Тбилиси, Грузия

1.

შენ. უფრო მე და უფრო ჩემთან დარჩენა. წასვლა.
შენ. თითქოს დროა. იქნებ შორი. ყველაზე ახლო.
შენ. იქნებ ძალა. ანდა, ჩემი ჟანგბადი. ბაწარ-
გამობმულ დღეებს უფრო სწრაფი ნაბიჯიც ახსოვთ.
მახლებ. ხელს უფრო შელოცვაა. ერთგვარი. დღეის
შემდეგ ხომ დრო ბრუნდება საწოლში. მძიმედ.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ მღლიდე.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ გავძლო
წინ - ჩრდილოეთის ქარები რომ დამხვდება გზაზე.
წინ - სახმელეთო გემებზე რომ გავაშრობ სევდას.
როცა ხურჯინში შევინახავ საშენო საგზალს
წინ - უამინდო სეზონია. აქ ვამბობ: გავძლებთ!
მგავდე - ეს უფრო ნიშანია, რომელსაც გავცდი.
გაგცდე - ეს უფრო თოვლიანი ზამთრების შიში.
თვალი - ეს როგორც ჩამოფერთხვა ტანიდან ნაცრის.
და საწოლიდან წამოწევა. აქ თითქოს გიშრობ -
შენ. იქნებ მე და იქნებ ჩემთან დარჩენა. ახლა
გზებია მლაშე. იქნებ შორი. იქნება ახლოც.
მე ახლა სიტყვა. და ნაცარი. მე ახლა გსახლობ.
მე ახლა შენ და ჩემი თავი, ამ გზაზე მახლავს.

2.
და შეიძლება არაფრიდან დაიწყო. დაღლა.
როცა არაფერს აღარ ჰქვია თავის სახელი.
ზიხარ. უძრავად. ზომავ ჩრდილის მოძრავ სიმაღლეს.
ზიხარ. უძრავად. გეზარება. თვალის გახელა
სულ არ არის ღვიძილი, ზოგჯერ.
თვალის მოხუჭვა - სულ არ ნიშნავს სიზმარს იჩვევდე.
მაკარონივით დამიგრძელდა სიტყვები. ვსინჯავ.
აქ საჩეჩელი. აქ საბნები.
აქ არ გაჩერდე!..
აქ ღამეა, ისეთი, ჩუმი
ხელები წყალქვეშ დამიხავსდა, მზეებს ვიხაზავ
სხეულზე, სადაც ... არაფერი. და მაინც გჩემობ.
მიწაზე, სადაც - არაფერი. თითქოს მინებზე
დაიმსხვრა გზები. მე - ქატო და მე - გზის ნაცარი.
მე - ხერხემლიდან წამოდგომა. მთელი. ნაწილი.
მე - გული. სადაც უშენობა მძლავრად მიცემდა
საშემოდგომო ნიშანი და.. ახლა საწოლზე
წევს შორი ღამე. შორი, შორი, ისეთი შორი
ისეთი შორი, რომ წამწამებს მელანს ვუსვამ და...
მე - ახლა ქარი. შემორღვევა სხეულზე შოვის.
მე - ჩემი თავის დანაკარგი.
„მინდა გავსამდე!“
მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვთქვი,
მინდოდა ერთი ყლუპი ჩვენი ყანის ჰაერი.
მინდოდა ერთი მოცლილი დღე - ქარის ხელსაქმე.
ადამიანებს მორჩენილი პურის ნაჭერი.
კუნძული. შორი. ხეტიალი. სადაც არავის
აინტერესებს რითი სუნთქავ, ან რას იჩემებ.
სადაც არავინ იცის შენი სახლის კარი და
სადაც არავინ არ გიკენკავს სიზმრის ნარჩენებს
ეს როცა დღეა, ანდა, არც კი,
ანდა ხელებით მანძილები უკვე მოჭერი.
დრო - როგორც ჩვენ და. როგორც ერთი ცხოვრება. სარკე.
მე - როგორც ქარებს გაყოლილი. პეპლის საჭერი
სველ მხრებზე რად არ მიმაგრდება?!..
ერთი ცხოვრება რად არ მყოფნის, დროს რომ გადმოვცდე..
მე - როგორც ზღვაში. ვდგავარ. ვძირავ ქაღალდის გემებს
აქ ახლა ქარი. ახლა შტორმი. ახლა გამოცდა
ელის ამ გემებს, დაკარგულებს...
შენ რა თქმა უნდა შეხვდები და სახლში წაიყვან.
და უკვე ასგზის დაწერილა აქამდე გულზე
და არცერთ გულში, სახმელეთო გზები არ იყო.

და ჩვენ დავიწყეთ არაფრიდან. არაფრით. არსად.
აი, არაფერს სულ არ ჰქვია თავის სახელი.
და ვზივარ ახლა. გზომავ. და გჭრი. თარგებად. სადღაც.
და ვზივარ ახლა. უჟანგბადო დილა.
მახველებს.

33 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут