Дневник пользователя elsi

elsi
39, Тбилиси, Грузия

არცერთ თქვენგანს არ "ვსტუმრობ"! საიტზე შემოსვლისას გაჩვენებს ვინმეს ფოტოს და გეკითხება "მოგწონს ის? უარის შემდეგ აჩვენებს მეორეს და ასე შემდეგ. საიტი ამას თვლის "სტუმრობად"!


სად ცხოვრობ? რას შვები? როგორ ხარ?გათხოვილი ხარ? რა საქმიანობ?

და უკიდურესად აუტანელი privet


სიყვარული ხანდახან ასეთიც არის, ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს. დილით გამოაღებ არაფერია, შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი. საღამოსაც არაფერი იქნება, მაგრამ მაინც გამოაღებ, დგახარ, უყურებ, სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი... არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?! ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!

ჩინური ანდაზა

''უნდა იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს''. - ჩინური ანდაზა

პირველი გვამი ვერ ვიცანი,
სახე თევზებისგან ჰქონდა შეჭმული,
ტანსაცმელი შემოფლეთილი.

ვერც მეორე,
თუმცა ამას სახე უჩანდა.

მესამე გვამი კარგად მახსოვს,
არ მეგონა მტერი თუ იყო.

მეოთხე - ტალღამ გამოაგდო ნაპირზე
ჩემი დასამარხი გახდა.

კიდევ ერთი - ქვებს წამოედო,
სახეს დავხედე, ვიდრე ისევ დინებას გავატანდი.
მისი გამოჩენა აქ ბევრს გაუხარდება...

მომდევნოს შორიდან მოვკარი თვალი
და პირდაპირ წყალში შევეგებე.
ჩავიხუტე, სანამ დავმარხავდი,
მერე დავმარხე
და…


მე ავტომოპასუხე არ ვარ,

მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ.

და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო
ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.
და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო.

ღმერთო, გთხოვ
ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,
ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,
ნუ მიგზავნი მღვდლებს,
ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,
მე შენთან არ მიომია.
ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,
რაზეც გაგაკრეს.
შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,
შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.
მე არაფერ შუაში ვარ.
და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.
მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.
ნუ…


მშვენიერ ქალებს უკვირთ, ჩემი ძალა რაშია.

არ ვარ ლამაზი, მით უმეტეს, არ ვგავარ მოდელს
ხოლო როდესაც ვცდილობ ავუხსნა,
ეჭვი აქვთ _ ვბოდავ.
მე ვამბობ:
ჩემი მკლავების ყოველი გაშლა,
ან ჩემს თეძოებს შორის მანძილი
ანდა ნაბიჯის გადადგმა ჩემი
ან ჩემი ბაგის ყველა განძრევა
ამხელს _
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.

როდესაც ხალხში გავდივარ ხოლმე,
ჩვეულებრივად მშვიდი და მკაცრი,
თავგზა ებნევათ
და ფეხზე დგომა
უჭირთ და მუხლზე ეცემა ყველა
იქ მყოფი კაცი.
და ნდომით სავსე მათი ბზუილი
არაქათს მაცლის.
მე ვამბობ:
ცეცხლი ჩემი თვალების,
ან ჩემი წელის ყველა შერხევა,
ან ელვარება ჩემი კბილების,
ან ნიავქარი ჩემი ფეხების
ამხელს _
ქალი ვარ ფენომენურად,
ფენომენური ქალი
ეს მე ვარ.

კაცებს თავადაც ძალიან უკვირთ,
თუ რისგან ეკვრით თვალებზე ლიბრი.
და ცდას და გარჯას თუმც არ აკლებენ
მაინც, მგონია, ვერ მიაკვლევენ,
მიზეზს…


მსოფლიო კინოს წამყვანმა რეჟისორმა კიმ კი-დუკმა ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო. ისე, რომ კინოს, როგორც პროფესიას, არ დაუფლებია, არ უსწავლია. 13 წლის განმავლობაში 15 სურათი შექმნა. ფილმები, რომლებიც ხსნიდნენ და ჯილდოვდებოდნენ: ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე. ფილმები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდებოდა თავისი ტკივილით, სიყვარულით, სისასტიკით და სინაზით. მისი გმირები ხან თევზებს ჰგვანან და ხან ჩიტებს. ისინი ზოგჯერ საერთოდ არ ლაპარაკობენ („ცარიელი სახლი”), მაგრამ მათი შემყურე წუთითაც ვერ მოწყდები დიდ ეკრანს. არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო მტკივნეულია კავშირი. ისინი უხილავი, მისტიკური ძაფებით არიან გადაჯაჭვულნი („ცუდი ბიჭი”) და…


ანა ახმატოვას მოგონებებიდან
მოდილიანი არავის ჰგავდა, მისი ხმა სამუდამოდ ჩარჩა ჩემს გონებაში... უპოვარი იყო, ვერ გამეგო რით არსებობდა. როგორც მხატვარს, არავინ აღიარებდა.

მაშინ, 1911-ში, ფალგიერის ჩიხში ცხოვრობდა. ისეთი ღარიბი იყო, ლუქსემბურგის ბაღში ყოველთვის ძელსკამზე ვისხედით და არა ფასიან სკამებზე, როგორც მიღებული იყო. არასოდეს არაფერზე წუწუნებდა. არც შიმშილსა და უსახსრობას ახსენებდა, არც იმას, რომ მისი ხელოვნების არავის არაფერი გაეგებოდა... მხოლოდ ერთხელ 1911 წელს მითხრა, გასულ ზამთარს ისე ცუდად ვიყავი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასზეც კი ვეღარ ვფიქრობდიო.

მეჩვენებოდა თითქოს მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული. არ მახსოვს, ვინმეს მისალმებოდეს ლუქსემბურგის ბაღში ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა, ასე თუ ისე, ერთმანეთს იცნობდა. არ გამიგია მისგან არც ერთი…


ტყე ტყე რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება. შეიტან სახლში : ერთ სკამს,მაგიდას,ერთ საწოლს,ერთ ქვაბს და დაეტევი სათითაოდ ყველა მათგანში. ხელისგულზე რიგრიგრობით დაიწყობთ ერთმანეთს, შენ და საათი და ცხოვრების ამ მონაკვეთში უამრავჯერ დახედავ საათს და მაინც ყველგან დააგვიანებ. ტყე, რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება, როცა საწოლს, ერთის ნაცვლად ორი გული დაუწყებს ფეთქვას და შეიტან სახლში კიდევ ერთ სკამს, უფრო დიდ საწოლს... მერე მოუწევს კედლის საათს ერთის ნაცვლად ორი სხვადასხვა სიჩქარის და განსხვავებული სამყაროს დათვლა. ტყე, რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება და შეიტან სახლში თეთრ ფურცლებს როცა სიზმარს და სიცხადეს შორის, ზუსტ საზღვარს წაშლი და ერთოთახა სამყაროს ნახავ, სადაც იქნება ერთის ადგილი,…


1.

შენ. უფრო მე და უფრო ჩემთან დარჩენა. წასვლა.
შენ. თითქოს დროა. იქნებ შორი. ყველაზე ახლო.
შენ. იქნებ ძალა. ანდა, ჩემი ჟანგბადი. ბაწარ-
გამობმულ დღეებს უფრო სწრაფი ნაბიჯიც ახსოვთ.
მახლებ. ხელს უფრო შელოცვაა. ერთგვარი. დღეის
შემდეგ ხომ დრო ბრუნდება საწოლში. მძიმედ.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ მღლიდე.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ გავძლო
წინ - ჩრდილოეთის ქარები რომ დამხვდება გზაზე.
წინ - სახმელეთო გემებზე რომ გავაშრობ სევდას.
როცა ხურჯინში შევინახავ საშენო საგზალს
წინ - უამინდო სეზონია. აქ ვამბობ: გავძლებთ!
მგავდე - ეს უფრო ნიშანია, რომელსაც გავცდი.
გაგცდე - ეს უფრო თოვლიანი ზამთრების შიში.
თვალი - ეს როგორც ჩამოფერთხვა ტანიდან ნაცრის.
და საწოლიდან წამოწევა. აქ თითქოს გიშრობ -
შენ. იქნებ მე და იქნებ ჩემთან დარჩენა. ახლა
გზებია…


გიორგი მაისურაძე – ეკლესია განწირულია მძიმე კრახისათვის 2013-10-16 / 13:19:56 ვის უკავია საქართველოში კულტურული სივრცე? რატომ კარგავენ "ტერიტორიებს" ქართველი ხელოვანები? უნდა ველოდოთ თუ არა ათეიზმის დიდ ტალღას საქართველოში? რატომ უფრთხილდებიან სტალინის კულტს ჩვენს ქვეყანაში? აღნიშნულ კითხვებს პასუხობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. – თქვენს მოხსენებაში „ხელოვნება როგორც პერვერსია“ აღნიშნეთ, რომ ეკლესიამ, პოლიტიკოსებმა, მედიამ მიითვისა ტერიტორია, სივრცე რომელიც კულტურას და ხელოვნებას უნდა დაეკავებინა. რატომ ვერ ახერხებენ ხელოვანები „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“? ისინი ყოველდღიურად კარგავენ და თმობენ ტერიტორიებს. რატომ? რამ განაპირობა ეს „დათმობის“ პოლიტიკა? - იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საქართველო არ არის "კულტურული ნაცია" - ქვეყანა, რომელიც თავისებურ და თუნდაც საკუთარი თავისათვის ღირებულ კულტურას…


← предыдущая 1 2 3 4 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут